23 მარტს გიმნაზიაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური შედეგები, ისაუბრეს კათედრების მიერ დაგეგმილ და ჩატარებულ აქტივობებზე და სხვა სასწავლო და საგიმნაზიო საკითხებზე.
პედაგოგიური საბჭოს სხდომას უძღვებოდა გიმნაზიის დირექტორი - გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).