ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

 

გორის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI კლასების მოსწავლეთა

 

გუნდური ჭიდილი ქართულსა და მათემატიკაში

„ვკითხულობ, ვაზროვნებ, ვანგარიშობ, ვმეგობრობ“

 

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

1.1    გუნდური ჭიდილის წინამდებარე დებულება (შემდგომში დებულება) განსაზღვრავს მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეთა გუნდური ჭიდილის ჩატარების  წესსა და პირობებს, აგრეთვე გუნდური ჭიდილის მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

1.2    გუნდური ჭიდილის მიზანია:

-           სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;

-           სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდის გამოვლენა და წახალისება;

-          მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარის განვითარების ხელშეწყობა;

-          ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

1.3.  ამ მუხლის 1.2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს:

-          ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდის შემუშავებას;

-          ტესტირების ადმინისტრირებას;

-          შედეგების მეთოდოლოგიურ და პროგრამულ გასწორებას.

თავი 2. გუნდური ჭიდილი

2.1.   გუნდური ჭიდილის  ჩატარების დრო  - 2015 წლის  28 მარტი

2.2.   გუნდური ჭიდილის ტური და მისი შედეგები

-          გუნდური ჭიდილი წარიმართება ერთ ტურად,

-          გუნდური ჭიდილის  ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები;

2.3.  გუნდური ჭიდილის ტურის ჩატარების ფორმა

-          გუნდური ჭიდილი  ტარდება ტესტის მეშვეობით;

-          ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ტურის დაწყებამდე;

2.4.  გუნდურ ჭიდილში მონაწილენი

-          გუნდური ჭიდილი ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების III, IV, V, VI,  კლასების მოსწავლეთათვის;

-          გუნდურ ჭიდილში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა გუნდს დადგენილი კლასების შესაბამისად, სკოლის წარდგენით;

-          გუნდი შედგება თითოეული კლასის 5 მოსწავლისაგან, სკოლას უფლება აქვს ჭიდილში წარმოადგინოს  თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ერთი გუნდი.

2.5.  გუნდური ჭიდილის  ჩატარებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები

-          პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მერია;

-          ჭიდილის ჩატარებას კოორდინაციას უწევს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინფორმირებას და გუნდების მონაწილეობაზე განაცხადის მიღებას;

-          ჭიდილს ატარებს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც ქმნის ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. საორგანიზაციო კომიტეტი:

  1. ატარებს  ტურს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  2. აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას კონკრეტული კლასების შესაბამისად;
  3. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას საკუთარ ნაშრომს;
  4. უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ტურის  ჩატარებას.

თავი 3.  გუნდური ჭიდილის  ორგანიზება

3.1.  ტესტების მომზადება

-         ტურისთვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს, საორგანიზაციო კომიტეტი.

-          ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას;

-         თითოეულ კლასში მოცემული ტესტების სირთულის დონე იქნება ასაკის შესაბამისი;

-         ტურის დავალება ტესტურია;

3.2.  რეგისტრაცია

-         გუნდურ ჭიდილში მონაწილეობისათვის სკოლა ქმნის გუნდს ამ დებულების 2.4. პუნქტის გათვალისწინებით;

-         მონაწილე გუნდების შესახებ სკოლა განაცხადს წარუდგენს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს;

-         განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 მაისი  17:00 საათი.

თავი 4.  ტურის ჩატარების დრო

4.1.  ტურის ჩატარების დრო

-          ტური ტარდება 2015 წლის 16 მაისს,  შაბათს:

  1. მე-3 კლასი 10 საათი
  2. მე-4 კლასი 10 საათი
  3. მე-5 კლასი 12 საათი
  4. მე-6 კლასი 12 საათი

თავი 5. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება

5.1.   გამარჯვებულები გამოვლინდებიან ჭიდილის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღეში;

5.2.  გუნდის საკონკურსო ქულა დაითვლება გუნდის წევრთა შედეგების შეჯამებით;

5.3.  გამარჯვებულად ითვლება ყოველ  ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესო საკონკურსო ქულის მქონე ერთი  გუნდი;

5.4.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით;

5.5.  დაჯილდოების დღე მონაწილე სკოლებს დამატებით ეცნობებათ.

 

ძიება