15 მაისს, წმ. მოწამეთა შალვა, ბიძინა და ელიზბარის სახელობის V კლასის მოსწავლეებმა შემეცნებითი წარმოდგენა - „ფარნავაზიდან იაკობამდე“ გამართეს (მასწავლებელი ნელი მჭედლიშვილი). მოსწავლეებმა ქართული ანბანისა და ენის წარმოშობაზე, ისტორიაზე, მნიშვნელობაზე, სიმდიდრესა და სილამაზეზე, ცნობილი მწერლებისა თუ საზოგადო მოღვაწეთა არაერთი სიტყვა წარმოთქვეს. გიმნაზიელების გამოსვლების პარალელურად, მაყურებელს საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ფოტოპრეზენტაციისთვის, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარა დამსწრე აუდიტორიას, დაფიქრებულიყო - რამდენ განსაცდელს გაუძლო ქართულმა ანბანმა, ქართულმა ენამ ფარნავაზიდან იაკობამდე და მოვიდა XXI საუკუნემდე. ღონისძიების მიზანსაც სწორედ ამ გზის ჩვენება წარმოადგენდა.