ღია გაკვეთილი მესამე კლასში

 

27  მაისს  წმინდა  მოწამეთა  და  აღმსარებელთა  ძმები  კარბელაშვილების  სახელობის  მე-3  კლასში  ჩატარდა ღია  გაკვეთილი  თემით:  ,,ვიპოვოთ  გაყოფის  უცნობი  წევრი“ (მასწავლებელი  მაია  ბუხრაძე).   გაკვეთილის  მიზანი  იყო  გაყოფის  უცნობი  კომპონენტების  პოვნა.   მოსწავლეებმა  შეასრულეს  ინდივიდუალური  და  ჯგუფური  სამუშაოები.  დავალებები  იყო  სააზროვნო  და  ამავე  დროს  სახალისო.    გაკვეთილი  მიმდინარეობდა  მოსწავლეთა  აქტიურობით  და  ინტერესით  ასახსნელი  მასალის  მიმართ.  ოთხივე  ჯგუფმა  დაიმსახურა  მაღალი  შეფასებები. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ჩატარებული გაკვეთილის მიმართ. გაკვეთილზე გამოვლინდნენ  აქტიური,  მოწესრიგებული  და  მოაზროვნე  მოსწავლეები.

 

DSCN0246 DSCN0253 DSCN0260 DSCN0263 DSCN0267 DSCN0268

ძიება