სამუშაო შეხვედრა გიმნაზიაში

29 მაისს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის, ადმინისტრაციის წევრების, მასწავლებლების, თანამშრომლებისა და მოსწავლეთა მშობლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო განვლილი ერთი წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შეფასება და ახალი, ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. შეხვედრაზე გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მღვდელმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) გახსნა და მონაწილეებს წარუდგინა გაწეული საქმიანობის ანგარიში, გააცნო არსებული რესურსების მდგომარეობა. დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელმა საგიმნაზიო საზოგადოებას გააცნო წესდებაში და შინაგანაწესში შესული ცვლილებები. შეხვედრის მონაწილეებმა სტრატეგიული გეგმის მიზნებისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით შეიმუშავეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები როგორც სასწავლო-სააღმზრდელო მიმართულებით, ასევე სასწავლო გარემოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით.

 

3 DSCN0289 DSCN0299 DSCN0314 DSCN0315 DSCN0318 DSCN0321

 

ძიება