3 ივნისს გიმნაზიაში საგამოცდო პროცესი განახლდა. მე-6 და მე-9 კლასების მოსწავლეები საფეხურის დამამთავრებელ გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებული კომპიუტერული ტესტირების გავლით აბარებენ. საგიმნაზიო გამოცდები საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასის მოსწავლისთვის ტარდება. წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელებს.