10 ივნისს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის III კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში, რომლის მიზანი იყო საინფორმაციო ტექსტის გააზრება. გაკვეთილის თემა იყო „ჭიანჭველები“. უცხო ტექსტზე მუშაობის შემდეგ, გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელმა მაია მაისურაძემ მესამეკლასელებს შესთავაზა ვიდეოფილმი ჭიანჭველებზე და სლაიდშოუ, რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი განაპირობა. ვიდეომასალასა და სლაიდშოუში თვალსაჩინოდ იყო ნაჩვენები ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებმა შეიტყვეს მათთვის დარიგებული ტექსტებიდან, ამიტომ მათ ფილმის განმეორებით ჩვენება ითხოვეს. ყველა ჯგუფი მონდომებით იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.გაკვეთილის ბოლოს შევსებულ შეფასების სქემაში მათ დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ ასეთი გაკვეთილები კვლავ ჩაუტარდეთ, ამჯერად ფუტკრებზე.