11 ივნისს, წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის მე-2 კლასმა (კლასის ხელმძღვანელი ცისია ვანიშვილი) გიმნაზიის სცენაზე წარმოადგინა ღონისძიება სახელწოდებით „ინტერნეტზე მიჯაჭვული რწყილი და ჭიანჭველას ამბავი“, სადაც ნაჩვენები იყო თანამედროვე ადამიანის პრობლემა- კომპიუტერი და მასზე დამოკიდებული ბავშვები.ამ წარმოდგენით პატარებმა თანატოლებს აჩვენეს, რომ კომპიუტერი საჭიროა, თუმცა უნდა იცოდნენ მისი გონივრული გამოყენება.