27 აგვისტოს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ადმინისტრაცია შეხვდა 2015-2016 წლის პირველკლასელთა მშობლებს. გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა - მღვდელმა ბორისმა და დირექტორის მოადგილეებმა მშობლებს გააცნეს გიმნაზიის შინაგანაწესი, საკითხები ეროვნული და გიმნაზიის სასწავლო გეგმებიდან, ისაუბრეს გიმნაზიასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე და უპასუხეს მშობელთა მიერ დასმულ კითხვებს.