10 სექტემბერს გიმნაზიაში 2015-2016 სასწავლო წლის პედაგოგიური საბჭოს N1 სხდომა ჩატარდა. სხდომის მსვლელობაში გიმნაზიის რექტორი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და აღმასრულებელი დირექტორი მღვდელი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი) მონაწილეობდნენ. საბჭომ მოისმინა ახალი სასწავლო წლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები, იმსჯელა გიმნაზიის სასწავლო გეგმაში შესატან ცვლილებებზე და დაამტკიცა შეცვლილი სახით, აგრეთვე, განიხილა მოსწავლეთა საშემოდგომო გამოცდების შედეგები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები. სხდომაზე ისაუბრეს ავტორიზაციის საკითხებზეც. პედაგოგიური საბჭოს წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მანანა კაკაურიძე და დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელი. აღმასრულებელმა დირექტორმა პედაგოგიური საზოგადოების წინაშე წარადგინა საგიმნაზიო კომისიის მიერ შეჩული ახალი პედაგოგები.