მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლის სრულფასოვნად და ეფექტურად ჩართვისა და მუშაობის მიზნით გიმნაზიაში 2 ოქტომბერს გაიმართა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში მანანა კაკაურიძემ მასწავლებლებს გააცნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული გზამკვლევი, ესაუბრა თუ როგორ ხდება მათი გადანაწილება სქემაში, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან თითოეული სტატუსის მქონე მასწავლებელმა. პედაგოგებს განუმარტა ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფის მნიშვნელობა და საქმიანობა. შეხვედრის დასასრულს კათედრებს დაევალათ 6 ოქტომბრამდე წარმოადგინონ ფასილიტატორებისა და შეფასების ჯგუფის კანდიდატების გვარები.