პატრიარქის სტუმრობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ორი დღის განმავლობაში გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა. პატრიარქმა გორისა და ატენის მიტროპოლის ანდრიასთან, თამხლებ მღვდელმთავრებთან მღვდელმთავრებთან და სასულიერო დასთან ერთად 24 სეტემბერს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა, შემდეგ კი გორის მშენებარე ტაძრები მოინახულა. ილი მეორის გორში სტუმრობა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მონახულებით დასრულდა. პატრიარქი, გიმნაზიის არსებობის მანძილზე, უკვე მეორედ შეხვდა გიმნაზიელებს და დალოცა ისინი, ყველას სასიხარულოდ გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მღვდელი ბორისი დეკანოზის ხარისხში იქნა აყვანილი. მასპინძლები გალობით შეეგებნენ საპატიო სტუმარს, თბილი მისალმებისა და გიმნაზიის მოსწავლეთა საკონცერტო გამოსვლების შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა დალოცა გიმნაზიის ეზოში შეკრებილი მრავალრიცხოვანი საზოგადოება.

 

DSC_0439 DSC_0451 DSC_0461 DSC_0470 DSC_0472 DSC_0480 DSC_0482 DSC_0485

ძიება