22 ოქტომბერს, წმ. მოციქულთა პეტრესი და პავლეს სახელობის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილს მასწავლებელი თამილა კოშორიძე გორის დემოკრატიული სკოლის (NIMD) დირექტორთან, ბატონ ზაზა ჭიპაშვილთან ერთად წარუძღვა. გაკვეთილის თემის ირგვლივ, „მინდა გავხდე აქტიური მოქალაქე“, სტუმარმა დემოკრატიის პრინციპებზე ისაუბრა. გაკვეთილის მსვლელობისას გამართული დისკუსია დემოკრატიულ ღირებულებებს შეეხო და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით წარიმართა.