გორის დღეები

 

23-24 ოქტომბერს ჩვენს ქალაქში ტრადიციული საშემოდგომო ზეიმი „გორის დღეები“ გაიმართა. გორისა და ატენის მიტროპოლოტმა ანდრიამ და ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას საზეიმო დღეების დაწყება მიულოცეს და იმიტირებულ ციხის კარიბჭეში ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფალნი თანამოქალაქეებთან ერთად შებრძანდნენ. გორელებმა და ქალაქის სტუმრებმა დაათვარიელეს ოსტატთა მრავალფეროვანი მხატვრული ნაკეთობანი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მიერ მოწყობილი გამოფენები, დაესწრნენ სპორტულ შეჯიბრებსა და კონცერტებს. ამჯერად, გიმნაზიელები მაყურებელთა წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ (ხელმძღვანელი თენგიზ დვალიშვილი). მოცეკვავეთა მიერ შესრულებულმა „ქართულმა“ და „აჭარულმა“ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

1 2015-10-24-2412 2015-10-24-2413 2015-10-24-2419 2015-10-24-2431 2015-10-24-2434 2015-10-24-2444

ძიება