19 ნოემბერს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ ხელშეწყობით ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გაიმართა კონკურსი ბიოლოგიაში რა? სად? როდის?, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც გიმნაზიის ასევე ხიდისთავისა და ვარიანის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები (მასწავლებლები: თეა ნონიკაშვილი, ნანა ტატურასვილი, თამარ დავითაშვილი). შერეული ჯგუფები პასუხობდნენ სახალისო კითხვეს ბიოლოგიიდან. მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი თამაშის მიმართ და საგნის ცოდნა. კონკურსის დასასრულს ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელ ირინე გოჩაშვილი კონკურსის მონაწილე გიმნაზიელებსა და სტუმრებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა და წარმატებები უსურვა.