მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის ფარგლებში, აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით, გიმნაზიაში შეიქმნა შეფასების ჯგუფი, რომლის წევრებად შეირჩნენ ფასილიტატორები: ნელი ნაოჭაშვილი, ნანა ბერძენიშვილი და რუსუდან მღებრიშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარისა და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმის მომზადების საკითხზე ორგანიზებულ ტრენინგზე დასწრების შემდეგ ფასილიტატორებმა გიმნაზიაში ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთათვის. თვითშეფასების საკითხებზე მიღებული ინფორმაციის შემდეგ მასწავლებლები ჩაერთვნენ თვითშეფასების პროცესში. საჭიროებიდან გამომდინარე, ფასილიტატორები მართავენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს.