10 დეკემბერს, წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის III კლასში, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ქართულში, თემაზე: „საგზაო მოძრაობის წესები“. (მასწავლებლები: ია ჯალალი, ცისია ვანიშვილი). მოსწავლეებმა გაიხსენეს საგზაო მოძრაობის წესები და პირველი ავტომობილის ისტორია; ისაუბრეს თუ როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოება ქუჩაში მოძრაობის დროს. ხალისით შეასრულეს აქტივობები: შექმნეს საკლასო შუქნიშანი, ამოიცნეს საგზაო ნიშნები. შეისწავლეს გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული მოთხრობა „მოკლე გზა“ (ავტორი ვლ. ასლამაზიშვილი). ტექსტის საშუალებით გაანალიზეს, რა საფრთხე ელის ადამიანს, როდესაც არ იცავს ქუჩაში მოძრაობის წესებს. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო: როგორ უნდა მოიქცნენ შუქნიშნის სხვადასხვა ნათების შემთხვევაში. გამოიყენონ შუქნიშანი სხვადასხვა შემთხვევის დროს.