22 დეკემბერს. წმ. ნინოს სახელობის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა გიმნაზიის სცენაზე საშობაო ღონისძიება „ტყის ბინადრები“ წარმოადგინეს (დამრიგებელი ნონა ხიდაშელი). პირველკლასელებმა ხალისით განასახიერეს ზღაპრის პერსონაჟები, ერთად მორთეს საშობაო ნაძვის ხე და ლექსებითა და სიმღერებით შეეგებნენ ტყეში სტუმარად მისულ თოვლის პაპას.