26 დეკემბერს, წმ. კეთილმსახურ მეფე თამარის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელთა წინაშე ზღაპარი „ცისკარა“ გაითამაშეს. მეორეკლასელებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. მათემატიკისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მეშვეობით პერსონაჟებმა მრავალი დაბრკოლება გადალახეს და მზეთუნახავიც დაიხსნეს (მასწავლებლები ციური ბერუაშვილი და მარიამ სანადირაძე).