23 დეკემბერს, წმ. მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი მაია მაისურაძე). გაკვეთილის მიზანი იყო ასო-ბგერა „დონ“-ის გაცნობა. მასწავლებლის მითითებით, გამოწვევის ფაზაში, მოსწავლეებმა შესწავლილ ასო-ბგერებზე დაასახელეს ანდაზები, ბურთის გამოყენებით ითამაშეს „მარცვლობანა., პირველკლასელებმა დავალებებს წარმატებით გაართვეს თავი. ახლადნასწავლი ასო-ბგერის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს დაურიგდათ ბარათები ტექსტით, სადაც მოძებნეს სიტყვები, რომლებშიც „დონ“ ასო იქნებოდა სიტყვის თავში, სიტყვის შუაში, სიტყვის ბოლოში და სიტყვები, რომლებშიც იქნებოდა ორი „დ“. გაკვეთილზე მოსწავლეებმა ინდივიდუალური დავალებაც შეასრულეს: ბარათებზე არეულად დატანილი სიტყვებისაგან წინადადებები ააწყეს - კარგად შესრულებული დავალებისთვის დამსწრე პედაგოგების შექებაც დაიმსახურეს. გაკვეთილის დასასრულს ისტ - ის გამოყენებით ნახეს ბასტი-ბუბუს გაკვეთილი ასო - ბგერა „დონ“-ის შესახებ.