24 თებერვალს, წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტის „მე მიყვარს კითხვა“ ფარგლებში, წმ. ნინოს სახელობის 1-ელ და წმ. მთავარანგელოზთა დასის სახელობის მე-2 კლასებში ჩატარდა გაკვეთილები, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გაეღვივებინათ წიგნის კითხვის სურვილი (მასწავლებელი თეა გოგიჩაიშვილი). გაკვეთილებზე პირველკლასელებმა „წითელქუდა“ წაიკითხეს, მეორეკლასელებმა კი -„ნაცარქექია“. ბავშვებმა ხალისით შეასრულეს მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობები: აღწერეს ილუსტრაციები, გამოთქმული ვარაუდები შეადარეს წაკითხულ ტექსტს, დააკვირდნენ ენობრივ ერთეულებს, უყურეს ანიმაციურ ფილმებს, შედეგად გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი და გახდნენ პროექტის „მე მიყვარს კითხვა“ მონაწილენი.