საინფორმაციო შეხვედრა „საქართველო და ევროკავშირი“

 

21 თებერვალს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით  გაიმართა  საინფორმაციო შეხვერა, რომელსაც ესწრებოდნენ სასულიერო პირები, გიმნაზიის პედაგოგები, თანმშრომლები და უფროსკლასელები. ექსპერტების: მიხეილ მირზიაშვილის, ივანე ჩხიკვაძის, ქეთევან ჩაჩავასა და გიორგი ფარეშიშვილის პრეზენტაციები შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორია“, „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ და „თავისუფალი, უვიზო, მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“. შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასასრულს სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

DSCN4797 DSCN4816 DSCN4821 DSCN4832 DSCN4854 DSCN4859 DSCN4870 DSCN4888

ძიება