4 მარტს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის I კლასში (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კორაშვილი) დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. პირველკლასელებმა კითხვის საათზე წაკითხული და ნასწავლი ლექსებითა და მოთხრობებით მიულოცეს დედებს მათი დღე და საკუთარი ხელებით მომზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს. შვილებმა კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს დედებს.