10 მარტს, გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში გაიმართა, ეპარქიის სასულიერო დასთან ერთად გიმნაზიის მასწავლებლები და უფროსკლასელები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. პროექტი „საქართველო და ევროკავშირი“ ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით.