აპრილს გიმნაზიელები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონფერენციაზე „საქართველო - კულტურული ვაზისა და ღვინის სამშობლო“ მოხსენებით წარდგნენ. წმ. გიორგის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლეების, ლექსო მარიამიძის, გიორგი მეტონიძისა და გიორგი ჭელიძის მიერ თემის - „საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა“- მომზადებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეთა მგზავრობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე -გორის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა უზრუნველყო. კონფერნცია გელათის აკადემიში გაიმართა და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ მონაწილეებთან ერთად მევენახეობისა და მეღვინეობის ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე გიმნაზიელებმა წარადგინეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ატენის დედათა მონასტერთან არსებული მარნის მონახულებისას მოკვლეული ინფორმაციოა ყურძნის ადგილობრივ ჯიშებსა და ღვინის დაყენების გამოყენებული ტექნოლოგიის შესახებ. მოხსენებამ მსმენელთა ინტერესი გამოიწვია. ორგანიზატორებმა კონფერენციის მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადასცეს