14 აპრილს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ შესარჩევ
ტურებში გამარჯვებული მოსწავლე-ახალგაზრდების საზეიმო დაჯილდოება. გიმნაზიის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კონკურსებში და გამარჯვებაც მოიპოვეს.
მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ: ავთანდილ წკრიალაშვილი, შალვა გოლოშვილი, მურაზ ჭიღლაძე, ანა კლდიაშვილი, ქეთევან გოგიაშვილი, მარიამ ხანიშვილი, ნინო სხირელი, ნინო კავსაძე, თათია მაყიშვილი; უმცროს ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულად დასახელდა წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლე მურაზ ჭიღლაძე (II ადგილი) - მასწავლებელი ცისია ვანიშვილი, ხოლო საშუალო ასაკობრივ ჯგუფში წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-7 კლასის მოსწავლე ავთანდილ წკრიალაშვილი (I ადგილი) - მასწავლებელი ზვიად ხუბულური.
კალიგრაფიის კონკურსში გიმნაზიის სხვადასხვა კლასის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა: ლაშა-გიორგი ტიტვინიძე, ნინო და მარიამ მაისურაძეები, ანა კარელიძე, ქრისტინე ბეგაშვილი, ქეთვან კოპაძე, ანა ჭეჭლაშვილი, ლიკა შველიძე, ნუცა კვირიკაშვილი. გამარჯვებულები გახდნენ ქრისტინე ბეგაშვილი, ქეთევან კოპაძე (წმ. ნიკოლოზის სახელობის მე-8 კლასი, ძველი ქართული ენის მასწავლებელი ნინო კვაღნიძე).
გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიის 25 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
ასევე გაიმართა პროექტ ,,ჩვენ ვქმნით მომავალს“ ფარგლებში გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია შემოქმედი მოსწავლე-ახალგაზრდების ნამუშევრები, ახალგაზრდა ავტორებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ. მათ შორისაა გიმნაზიის წმ. გიორგის სახელობის მე-12 კლასის მოსწავლე გიორგი მეტონიძე.
ქართული ენის დღისადმი მიძვნილი ღონისძიების დასასრულს, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ასფალტზე გამოსახეს ქართული ანბანის გამშვენებული ასოები (მასწავლებელი მარიამ სანადირაძე). ქეთი ცაციაშვილის, ქეთევან კოპაძის. ლალი გუგუტიშვილის, ნინო და მარიამ მაისურაძეების, ელენე ყიფიანისა და ქეთევან თეთვაძის მიერ მხატვრულად გამოსახულმა ასოებმა დაამშვენეს ანბანთრიგი.