13 აპრილს, წმიდა მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის მე-3 კლასი გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ შემოთავაზებულ პროექტში ჩაერთო – „ჯადოსნური დღე მუზეუმში“. მუზეუმში მოსწავლეებმა
დაათვალიერეს უძველესი ნივთები, ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი „კომბლე“ და „წუნა და წრუწუნა“, შემდეგ დახატეს და გამოძერწეს მულტფიმში გამოყენებული ეთნოგრაფიული ნივთები. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობით, მოსწავლეები გაეცნენ საკუთარი მხარის კულტურას, მუზეუმის დანიშნულებას და სპეციფიკას, ასევე აუმაღლდათ მოტივაცია არქეოლოგიური სამუშაობის მიმართ.