დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი პირველ კლასში

15 აპრილს, წმ. ნინოს სახელობის 1-ელ კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა (მასწავლებელი თა გოგიჩაიშვილი). პირველკლასელებმა ხალისით შეასრულეს სხვადასხვა დავალება:

შეთავაზებული ასოებით ჯგუფებში შეადგინეს სიტყვები და ისაუბრეს მათ შესახებ, მრავალფეროვან „მინდორზე“ ყვავილი-ასოები დაკრიფეს და ბგერებთან შესაბამისი ანდაზები და ლექსები წაიკითხეს; თვალსაჩინოდ გამოსახული მარცვლებით სიტყვები ააწყეს; ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებმა რებუსები ამოხსნეს და პირველი კლასის კალიგრაფიის ბადეში ჩაწერეს, შემდეგ წინადადებებში ვინ და რა ჯგუფის სიტყვები მოძებნეს. პირველკლასელებმა მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე ქართული ანბანის კარგი ცოდნა და ერთობლივი მუშაობის უნარი გამოავლინეს.

 

DSCN6194 DSCN6208 DSCN6210 DSCN6211 DSCN6213 DSCN6219 DSCN6220 DSCN6247 DSCN6251 DSCN6266

ძიება