წმ. მღვდელმოწამე თეოდორე კველთელის სახელობის და დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეები გიმნაზიაში გამართულ „ქართული ენის კვირეულში“ ჩაერთნენ. 11-14 აპრილის პერიოდში, მესამე კლასელებმა
მოიძიეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორია, ლექსები და სხვა მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, მშობლიური ენის ისტორია კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ცისია ვანიშვილმა გააცნო. მთელი კვირის განმავლობასი მოსწავლეები მასწავლებლი დახმარებით ამუშავებდნენ მიღებულ ინფორმაციას და 14 აპრილს ჯგუფებმა შეჯამებული თემების პრეზენტაცია გააკეთეს, მასალა გადაიტანეს ფორმატზე და შექმნეს „კედლის გაზეთი“.