სამუშაო შეხვედრა

27 აპრილს გიმნაზიაში, მასწავლებლების, მოსწავლეთა მშობლებისა და ადმინისტრაციის წევრთა მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო წინა წლის სამოქმედო გეგმის განხილვა -  შესრულებული სამუშაოს შეფასება და

ახალი ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა.  გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა ბორისმა ისაუბრა გაწეული სამუშაოს შესრულების ხარისხზე და მომდევნო წლის პრიორიტეტებზე. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო დარგში თინათინ გვედწითელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო გიმნაზიის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი. მასწავლებლებისა და მშობლებისაგან შემდგარმა ჯგუფებმა დაასახელეს ის საქმიანობები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს გიმნაზიის სტრატეგიული მიზნების მიღწევას. შეხვედრაზე ასევე  განიხილეს გიმნაზიის შინაგანაწესში შესატანი ცვლილება.

 

DSCN6392 DSCN6393 DSCN6397 DSCN6399 DSCN6402 DSCN6403 DSCN6408 DSCN6409

ძიება