21 აპრილს, წმინდა მოწამეთა და აღმსარებელთა ძმები კარბელაშვილების სახელობის მე-4 კლასმა გიმნაზიის სცენაზე წარმოადგინა პროექტი-წარმოდგენა თემაზე ,,მამული, ენა, სარწმუნოება“ (კლასის ხელმძღვანელი მაია ბუხრაძე).
მოსწავლეები, ღონისძიებაზე მოწვეულ გიმნაზიელებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, ესაუბრნენ საქართველოს გაქრისტიანებაზე, ღვაწლმოსილი მეფეებისა და დედოფლების საქმიანობაზე, ქართველ წმინდანთა ღვაწლზე, წარმოთქვეს გამოჩენილი ადამიანების ციტატები ქართულ ენაზე, გაუზიარეს, თუ როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო თითოეულ ქართველს.