17 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის პირველ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში მათემატიკა და ხელოვნება თემაზე: „გამოკლების ხერხები და ფერები“ (მასწავლებლები მაია ბუხრაძე და მარიამ
სანადირაძე). მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო დავალებები, სადაც რიცხვებს უკავშირებდნენ ფერებს. ამოხსნეს წელიწადის ოთხ დროზე შედგენილი მათემატიკური ამოცანები, შექმნეს აპლიკაცია, ისაუბრეს წელიწადის სეზონებისათვის დამახასიათებელ ფერებზე. საკითხის ცოდნასთან ერთად მეოთხეკლასელებმა ჯგუფური მუშაობის კარგი უნარი გამოავლინეს. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები დასაჩუქრდნენ ფერადი ბუშტებით.