18 მაისს, ღირსი იოანე თონელი სახელობის მე-5 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე სამკუთხედი (მასწავლებელი რუსუდან მღებრიშვილი). გაკვეთილის მიზანი იყო მეხუთეკლასელებში განვითარებული კუთხეების
შედარებისა და მათი კლასიფიკაციის უნარის გამოვლენა; ასევე, კოლეგების სამსჯავროზე წარედგინა შერჩეულ თემაზე გაგეგმილი გაკვეთილი. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები და წარადგინეს კლასის წინაშე. მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციით მოსწავლეებმა დაინახეს სამკუთხედების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: არქიტექტურაში, ხელოვანების ნიმუშებში, გეოგრაფიულ ობიექტებში, საგზაო ნიშნებში. გაკვეთილის დასრულების შემდეგ კათედრის წევრებმა შეაფასეს ახალგაზრდა კოლეგის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.