2016 წლის 10 ივნისს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში წმ. ეპისკოპოს გაბრიელის სახელობის და ღირსი იოანე ათონელის სახელობის მე-5 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი
ბუნებისმცოდნეობაში, რომლის მიზანი მოსწავლეთა მიერ შესწავლილი მასალის სხვადასხვა სახით რეალიზების უნარის გამოვლენაში მდგომარეობდა (მასწავლებელი მაია ქურდაძე). თითოეული კლასი დაიყო 4-4 ჯგუფად. ჯგუფები ერთმანეთს უწევდნენ პაექრობას დავალებების მიხედვით, კერძოდ, გაიმართა კონკურსი სიმღერაში ბუნების შესახებ; კონკურსანტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ქარის წისქვილები; შეავსეს კროსვორდები; უპასუხეს კითხვებზე გამოსაცნობად, თუ რა დევს შავ ყუთში და რა არის გამოსახული ნახატზე; ამოიკითხეს რებუსის შინაარსი; ანბანის შესაბამისად დაასახელეს ტერმინები ნასწავლი მასალიდან. პაექრობას თვალყურს ადევნებდა და აფასებდა ჟიური. გუნდებმა საგნის საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინეს და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.