10 ივნისს, წმ დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-3 კლასელებმა წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეთა (მ.ვაზაგაშვილი, ა.წკრიალაშვილი, ლ.ბალიაშვილი, ვ.მჭედლეშვილი, ა.ჭეჭელაშვილი, ე.ლომაური,
ნ.რომელაშვილი, ი.ზაუტაშვილი და ნ.კილაძე) დახმარებით ზღაპრულ სამყაროში „იმოგზაურეს“ - გიმნაზიელებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი „მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში“ (მასწავლებელი ქეთევან ჩუტკერაშვილი). სპექტაკლის მონაწილეებმა სცენაზე ცნობილი უცხოური და ქართული ზღაპრების გმირები გააცოცხლეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენას, ასევე ბავშვებში წიგნის სიყავრულის გაღვივებას. სპექტაკლს პედაგოგები, მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.