2016-2017 სასწავლო წლის შესახვედრად

2016-2017 სასწავლო წლისათვის მზადება გიმნაზიაში 1 სექტემბრიდან დაიწყო. ახალ სასწავლო წელს 80-მდე პედაგოგი და  თანამშრომელი გაუძღვება სასწავლო პროცესს. 60 პირველკლასელი პირველად შეაღებს გიმნაზიის კარს,

სულ კი 500-მდე მოსწავლე ისწავლის სამ საფეხურზე .  6-7 სექტემბერს საგნობრივი კათდრების სხდომები გაიმართა. სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მანანა კაკაურიძე. სხდომებზე  განიხილეს: გიმნაზიის 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო გეგმის ნაწილები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის საკითხები, მოსწავლეთა შეფასების სისტემა, კერძოდ წერითი განმავითარებელი შეფასებები I-IV კლასებში და შემაჯამებელი დავალებების ანალიზთან დაკავშირებული საკითხები V-XII კლასებში. კოლეგებმა იმსჯელეს საშემოდგომო გამოცდებისა და  საგაკვეთილო პროცესის მართვის თაობაზე, თემატურ-კალენდარული გეგმების განახლებასა და განხილვა-დამტკიცების ვადებზე,  ასევე დასახეს I სემესტრის სამუშაო გეგმები.

 

DSCN9469 DSCN9470 DSCN9471 DSCN9474 DSCN9476 DSCN9477 DSCN9487 DSCN9496 DSCN9501 DSCN9509 DSCN9512 DSCN9514

ძიება