მოგზაურობა-მოლოცვა ზემო სვანეთში

გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების 2015-2016 სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების შედეგების გათვალისწინებით და პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 22 წარჩინებული მოსწავლე გიმნაზიის ღირსი მამა

გიორგი მთაწმინდელის სტიქაროსანი მიხეილ ტლაშაძე დაჯილდოვდნენ ზემო სვანეთში მოგზაურობა-მოლოცვით. გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით დაიგეგმა ოთხდღიანი მოგზაურობა. გიმნაზიელები, აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ ბორისის ხელმძღვანელობით 28 ივლისს გაემგზავრნენ გორიდან. მოგზაურობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, დადიანების სასახლის დაათვალიერებით დაიწყო, შემდეგ მოინახულეს ენგურჰესის კაშხალი, მოილოცეს ლატალისა და ლენჯერის X-XI საუკუნეების ტაძრები უნიკალური ფრესკებით.

 

1 2 3 4 5 6 7 8

 

მოგზაურებმა მეორე დღეს დაბა მესტია და მისი ღირშესანიანაობანი დაათვალიერეს. მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულმა საეკლესიო ნივთებმა და უძველესმა ხელნაწერებმა; მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში გაეცნენ ქართველი მთასვლელების მიღწევებსა და გამარჯვებებს საერთაშორისო სარბიელზე. გიმნაზიელები ესტუმრნენ მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიას და დაათვალიერეს მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. კოლეგების საუბარი  სწავლა-სწავლებისა და  გიმნაზიების განვითარების საკითხებს შეეხო. ყველასთვის დაუვიწყარი იყო სვანეთის ხედი ჰაწვილის გადმოსახედიდან.

 

9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20

 

მოგზაურობის შემდგომ დღეებში სვანეთის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უშგული, ჩაჟაში დაუვიწყარი ტაძრებით, კოშკებითა და ხედებით, მოელოცათ  წმ. კვირიკესა და ივლიტას ტაძარი,  სოფელ ხეს წმ. ბარბარეს ტაძარი შემკობილი  უძვლესი ფრესკებითა და ხატებით, ბოლოს კი, ნაკიფარის წმ. გიორგის ტაძარი უძველესი ჭედური ხატებით. ემოციით სავსე,  სვანური ოჯახების მასპინძლობით  გულგამთბარნი და დაუვიწყარი მოგონებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში გიმნაზიელები.

 

21 22 23 24 25 2627 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

ძიება