2016 წლის 22 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა გორელ სტუდენტებთან, რომლებმაც ეროვნული გამოცდების შედეგებით სწავლის 100 %-იანი დაფინანსება მოიპოვეს. გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს 24-მა გორელმა ახალგაზრდამ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიიღო. გამორჩეულთა შორის არიან გიმნაზიის კურსდამთავრებულები მაკა ბუჟღულაშვილი და სოფიო სოფრომაძე. სტუდენტებს წარმატება მიულოცეს ქალაქის მერმა ბატონმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და საკრებულოს წევრებმა, ბატონებმა ვანო ჩხიკვაძემ და ზაზა მეზვრიშვილმა. ვუსურვებთ ქვეყნისა და მშობლიური ქალაქისათვის სასიკეთო ყოფილიყოს მათი გარჯა!