წარჩინებული გიმნაზიელების მოგზაურობა

 

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის პროექტი - წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი მოგზაურობა, სწავლისათვის მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. 2017 წლის 9-10-11 სექტემბერს, სწორედ, 2016-2017 სასწავლო წლის 22 წარჩინებული მოსწავლე და გიმნაზიის ტაძრის ორი მგალობელი გაემგზავრა სამეგრელოში. პროექტს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი)  ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამეგრელოს ისტორიული და ბუნების ძეგლები, მუზეუმები, მოილოცეს ზუგდიდისა და ცაიშის,  ჭყონდიდის, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიების ეკლესია-მონასტრები. გიმნაზიელები, ზუგდიდელი მეგობრების დახმარებით, მიეახლნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის  სამოსელს. მოგზაურებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმმა, დადიანების სასახლემ და მასში დაცულმა საგანძურმა,  ნოქალაქევის არქეოლოგიურმა მუზეუმ-ნაკრძალმა. რამდენიმე დღეში მოსწავლეები ახალი ცოდნითა და შთაბეჭდილებებით შეუდგებიან სწავლას. წარმატებას ვუსურვებთ მათ 2017-2018 სასწავლო წელს!

 

DSCN6401 DSCN6409 DSCN6415 DSCN6419 DSCN6420 DSCN6427 DSCN6461 DSCN6492 DSCN6549 DSCN6553 DSCN6590 DSCN6653 DSCN6675 DSCN6682 DSCN6697 DSCN6699 DSCN6713 DSCN6747 DSCN6784 DSCN6794 DSCN6851 DSCN6880 DSCN6900 DSCN6946 DSCN6953 DSCN6962 DSCN6990

ძიება