უსაფრთხო გზა გორის ციხისკენ

სასწავლო წლის ბოლო კვირას გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებთან სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილები გორის ციხეზე  ჩატარდა (მასწავლებელი თინათინ გვერდწითელი).

გიმნაზიიდან ციხემდე მეოთხეკლასელები დააკვირდნენ საგზაო ნიშნებს, გაეცნენ ლაშქრობის მარშრუტზე მდებარე მნიშვნელოვან ნაგებობებს, გამოთვალეს გორის ციხისკენ მიმავალი ბილიკის სიგრზე ნაბიჯების მიხედვით. მოგზაურობის დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს ლაშქრობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  გაკვეთილია ბოლოს მოსწავლეებმა განსაზღვრეს ჰორიზონტის მხარეები და შეადგინეს ქალაქის გეგმა თავისი საცხოვრებელი სახლების მითითებით.

14 ივნისს გაკვეთილი-ლაშქრობა მოეწყო წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-4 კლასელთა მონაწილეობით  (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჩუტკერაშვილი).

 

16 ივნისს გიმნაზიიდან გორის ციხემდე მარშრუტი ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-4 კლასელებმა კლასის ხელმძღვანელ ია ჯალათან ერთად გაიარეს.

 

17 ივნისს გორის ციხე წმ. თეოდორე კველთელის სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დალაშქრეს (კლასის ხელმძღვანელი ცისია ვანიშვილი).

ძიება