22 ოქტომბერს ღირსი გიორგი ათონელის სახელობის II კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის დეკადის ფარგლებში, გიმნაზიის სცენაზე იაკობის მოთხრობების პერსონაჟები გააცოცხლეს (მასწავლებელი ნანა ცეცხლაძე, კლასის ხელმძღვანელი ია ჯალალი). მეორეკლასელების მიერ დიდი მონდომებითა და ხალისით შესრულებულმა სცენებმა სიხარული მიანიჭა წარმოდგენის დამსწრე გიმნაზიელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს.