იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დეკადის ფარგლებში ღირსი იოანე ათონელის სახელობის IV კლასის მოსწავლეეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეა გოგიჩაიშვილის დახმარებით, მოამზადეს და გამოფინეს კედლის გაზეთები. მოსწავლეებმა ჯგუფებში ერთობლივად იმუშავეს და გაზეთებში თემატურად განათავსეს შემდეგი მასალა: იაკობის ბიოგრაფია, დედაენა და იაკობის სახელმძღვანელოები, იაკობის ნაწარმოებები.
მეოთხეკლასელებმა ერთი გაკვეთილი დაუთმეს ხელისგულისოდენა წიგნების შექმნას - დედაენის ფურცლები და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები საკუთარი ხელით გადაწერეს, თავადვე აკინძეს და დამთვალიერებლებისთვის საინტერესო გამოფენა მოაწყეს.
21 ოქტომბერს კი ღირსი იოანე ათონელის სახელობის კლასის მოსწავლეეები მსმენელის წინაშე წარდგნენ მოხსენებებით თემაზე „იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენა“ - კულტურული მემკვიდრეობა“.