პირველკლასელთა მშობლების კრება

2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე გიმნაზიის ადმინისტრაციის მოსწვევით შედგა გიმნაზიის პირველკლასელთა მშობლების კრება. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სასწავლო-

აღმზრდელობით დარგში, ქალბატონმა მანანა კაკაურიძემ მშობლებსა და მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენლებს გააცნო დაწყებითი საფეხურისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებები და ესაუბრა გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტის შესაბამის და სტანდარტზედა მომსახურებებზე. საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა და მშობელთა კითხვებს უპასუხა გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელმა. მიმდინარე წელს გიმნაზიაში მოსწავლის მერხს 61 პირველკლასელი მიუჯდება. 

ძიება