2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები და თანამშრომლები 3 სექტემბრიდან აქტიურად შეუდგნენ 2018-2019 სასწავლო წლისთვის მზადებას. დასუფთავდა ახალგარემონტებული საკლასო ოთახები და დერეფნები,

სპორტული დარბაზი და განთავსდა ახალი სასწავლო ინვენტარი; გიმნაზიაში გაიმართა საკონკურსო კომისიებისა და კათედრების სახდომები, კლასების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრები; ჩატარდა საშემოდგომო გამოცდები. სასწავლო წლის დაწყებამდე ჩატარდა პედაგოგიური საბჭოს სხდომა. გიმნაზიის პედაგოგიურმა საზოგადოებამ განიხილა გიმნაზიის სასწავლო გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინა აღმასრულებელ დირექტორს.

ძიება