2018 წლის 29 სექტემბერს, ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით, თბილისში, ვაკის პარკში, ღია ცის ქვეშ მოეწყო სამეცნიერო პიკნიკი,
რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. სამეცნიერო პიკნიკში, ტრადიციულად, აქტიურად ჩაერთო გიმნაზიის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი (მეურვე - გიმნაზიის ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი). მოსწავლეები ხალისითა და საქმის ცოდნით ატარებდნენ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს, რამაც სამეცნიერო პიკნიკის დამთვალიერებლებისა და მონაწილეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.