გიმნაზიელ ხელბურთელთა წარმატება

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხელბურთში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 16 თებერვალს რეგიონული თამაშებით დასრულდა.

ოლიმპიადის პირველ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ვაჟთა გუნდები. გიმნაზიელთა გუნდმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის, ლაშა მოციქულაშვილის ხელმძღვანელობით ოლიმპიადის მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა. 16 თებერვალს გორის სასპორტო სკოლაში გამართულ რეგიონულ ეტაპზე გიმნაზიელებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ წარმატებას!

ძიება