მეცამეტე საშობაო ფესტივალი „გენეთლია“

2019 წლის 10-11  იანვარს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ.  გორისა და ატენის ეპარქიის მხარდაჭერით, ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიის“ სტუმრებს მეცამეტედ უმასპინძლა. ფესტივალზე სტუმრობდნენ: თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა, თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა, შემოქმედის ეპარქიის ს. ქვედა ბახვის წმ. მარინეს ეკლესიასთან არსებული სამრევლო სკოლა, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია), გორის მუნიციპალიტეტის ოთარ ჩხეიძის სახელობის ს. ყელქცეულის საჯარო სკოლა.

ძიება