ტრენინგი მასწავლებელთათვის

2019 წლის 22-25 ივლისს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი),

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან პარასკევაშვილი და ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან ჩუტკერაშვილი დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) მიერ საქართველოს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის ორგანიზებულ ტრენინგს დაესწრნენ, რომლის მიზანი იყო მასწავლებელთა ინფორმირება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების მიმართულებით. სამუშო შეხვედრებზე განიხილეს გიმნაზიებში ახალგაზრდული კლუბების შექმნის შესაძლებლობები და მათი მუშაობის სტრატეგიები.

ძიება