2019 წლის 9 ივნისს საჩხერეში გაიმართა გლობალური ტური ლაზერულ რბენაში. შიდა ქართლის თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის პრეზიდენტის,
გიმნაზიის სპორტის მასწავლებლის, მარინე კახიაშვილის ხელმძღვანელობით ასპარეზობაში მონაწილეობდნენ გიმნაზიის მოსწავლეები დაჩი ხიმშიაშვილი და თეიმურაზ აბაზაშვილი. შეჯიბრის შედეგების მიხედვით დაჩი ხიმშიაშვილმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას სპორტულ სარბიელზე!