გიმნაზიაში მოქმედი საბუნებისმეტყველო წრეების ერთ-ერთი მიზანია წრის წევრებს გააცნოს და შეაყვაროს ცოცხალი თუ არაცოცხალი ბუნება, განუვითაროს მისადმი მზრუნველი დამოკიდებულება.
წრის მორიგ მეცადინეობაზე (ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი) მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო მასალა სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში შემოდგომის თავისებურებების შესახებ; პარკში შეაგროვეს ფერად-ფერადი ფოთლები, შექმნეს საშემოდგომო კომპოზიციები და მოაწყეს შემოდგომის კუთხე. მოსწავლეები დიდი ხალისით ასრულებდნენ დაგეგმილ სამუშაოებს.